სიკვდილის დღიური
სიკვდილის რვეული
(იაპონ. デスノート დესუ ნოტო?
"Death Note") — იაპონური
მანგა. მისი ავტორია ცუგუმი
ობა, ილუსტრატორი
კი — ტაკეში ობატა. სიუჟეტი
ვითარდება საშუალო
სკოლის მოსწავლის, ლაით
იაგამის ირგვლივ, რომელიც
პოულობს შინიგამ რიუკის
ზებუნებრივ რვეულს,
რომელიც გამომყენებელს
ანიჭებს უნარს მოკლას
ნებისმიერი,
ამისათვის საჭიროა
მხოლოდ მსხვერპლის
სახელისა და სახის ცოდნა.
მანგა გადმოგვცემს ლაითის
შემდგომ მცდელობებს
რვეულის გამოყენებით,
როგორც „ღმერთმა“, შექმნას
„ბოროტებისაგან გაწმენდილი“
სამყარო და L-ის სახელით
ცნობილი დეტექტივის
ძალისხმევას მის
შესაჩერებლად.
დაკავშირებული
• იაგამი ლაითი
• ელ ლაულიეტი
• შინიგამი "რიუკი"
• მისა ამანე
სიკვდილის რვეული, პირველად, სერიულად
ქვეყნდებოდა შუეიშას მანგა ჟურნალში Weekly Shōnen
Jump 2003 წლის დეკემბრიდან 2006 წლის მაისამდე.
108 თავი შეგროვდა და გამოიცა 12 ტომად
(ტანკობონი) 2004 წლის მაისიდან 2006 წლის
ოქტომბრამდე პერიოდში. სატელევიზიო
ანიმეადაპტაცია იაპონიაში 2006 წლის 3 ოქტომბერს
გამოვიდა და ეთერში იყო 2007 წლის 26 ივნისამდე..
მოვლენები & სხვა
ელი წვიმაში უსმენს ზარებს |
სიკვდილის დღიურის პოვნა |
ელი და ლაითი თამაშობენ |
რიუკის საყვარელი ვაშლები |
ასევე ნახეთ :
სიკვდილის რვეულის მედია,
ვიდეო თამაშებისა და
საუნდტრეკების გარდა, ჩრდილოეთ
ამერიკაში ლიცენზირებული და
გამოშვებულია Viz Media-ის მიერ.
ანიმეს ეპიზოდები ჩრდილოეთ
ამერიკაში, პირველად, IGN-ზე
გამოჩნდა გადმოსაწერ ფორმატში.
მოგვიანებით, Viz Media-ის მიერ
მასზე ლიცენზიის მოპოვების
შემდეგ, ანიმე კანადაში Bionix-ზე,
ხოლო შეერთებულ შტატებში
Cartoon Network-ზე გამოვიდა.
ამას მოჰყვა მისი DVD ფორმატში
გამოშვებაც. 2015 წელს
სიკვდილის რვეულის ტომების
კომპლექტი 30 მილიონზე მეტი
ასლის სახით იყო მიმოქცევაში.