ანიმეპედია - アニメウィキ






ვან ფის




„One Piece“ — იაპონური მანგას
სერია, დაწერილი და 
ილუსტრირებული ეიჩირო ოდას 
მიერ. იგი იბეჭდება 
ყოველკვირეულ გაზეთ 
Shueisha-ში, 1997 წლის 19 
ივლისიდან. დღემდე 
გამოცემულია 97 ტანკობონი. 
სიუჟეტში მოთხრობილია 
მანკი დ. ლუფის შესახებ. 
იგი ახალგაზრდა მეკობრეა,
რომელიც შემთხვევით ჭამს 
„ეშმაკის ხილს“, რის გამოც 
მისი სხეული იცვლება და 
რეზინის ხდება. იგი ქმნის 
ჩალის ქუდიანი მეკობრეების 
დაჯგუფებას და იკვლევს 
დიდ გამყოფ რიფს, 
რათა აღმოაჩინოს მსოფლიოს 
უდიდესი საგანძური და 
გახდეს მკობრეების 
შემდეგი მეფე.

დაკავშირებული
• მანკი დ. ლუფი
• რორონოა ზორო
• ნამი
• ვინსმოუკ სანჯი

მანგა ადაპტირებული იქნა ორიგინალურ ვიდეო 
ანიმაციად, რომელიც 1998 წელს გამოვიდა, 
ხოლო Toei Animation-მა 1999 წელს გამოუშვა 
ანიმაციური ტელესერიალიც, რომელიც 769 
ეპიზოდს მოიცავს. Toei-მ აგრეთვე გამოუშვა 
13 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, 
ერთი ოვა და 11 სპეციალური სატელევიზიო 
ეპიზოდი. ჩრდილოეთ ამერიკაში და დიდ 
ბრიტანეთში ლიცენზია მათ ჩვენებაზე Viz 
Media-მ მოიპოვა, ხოლო ავსტრალიაში -
Madman Entertainment-მა. 4Kids 
Entertainment-ის მიერ ლიცენზირების 
შედეგად, One Piece 2004 წელს ჩრდილოეთ 
ამერიკაში ინგლისურად გამოვიდა, თუმცა 
მოგვიანებით ლიცენზია გაუქმდა და 2007 
წელს მოპოვებული იქნა Funimation-ის მიერ.

ვან ფისი : სრული ინფორმაცია
• კონცეფცია

• ისტორია

• დროის ხაზი

• პერსონაჟები


მოვლენები & სხვა









ასევე ნახეთ :

ვან პისის სამყარო დასახლებულია 
ადამიანების და სხვადასხვა 
რასების, მაგალითად თევზკაცების, 
მიერ. ის დაფარულია ორი დიდი 
ოკეანით, რომლებსაც ყოფს დიდი 
მთების სისტემა, რომელიც 
სამყაროში ერთადერთი კონტინენტია.
დიდი წყალგამყოფი რიფი ეწოდება 
ზღვას, რომელიც წითელი ხაზის 
პარალელურად მიდის და 
სამყაროს ყოფს 4 ზღვად.რიფს 
შემოსაზღვრავს ორი რეგიონი, 
სახელად „წყნარი ქამრები“,
რომლებსაც ახასიათებთ ნულოვანი 
ქარი და წყლის დინებები. 
მასში ბინადრობენ ზღვის მეფეები 
(გიგანტური თევზების სახეობა). 
მათ თავიდან ასარიდებლად 
საზღვაო ფლოტის წევრები 
იყენებენ ზღვის პრიზმის ქვებს, 
ყველა სხვა გემი კი იძულებულია, 
გამოიყენოს უფრო საშიში გზა — 
უკუღმართი მთა.